2022-06-23 10:25:33
ეს ბიჭი რელსებიდან გადავიდა - კარლ ბილდტი ღარიბაშვილზე

შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, კარლ ბილდტი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი "რელსებიდან გადავიდა". 

ბილდტი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა - პრემიერმინისტრმა თქვა, რომ მისი ცოლის კომპანია ენმ-ის ხელისუფლების მიერ დაქირავებული ლობისტი იყო და საქართველოს ბიუჯეტიდან "მილიონები აქვს მოპარული".

"ეს ბიჭი - მე ვსაუბრობ საქართველოს პრემიერმინისტრზე - შეკეთებას აღარ ექვემდებარება. პარლამენტში გამოსვლისას ჩემი ცოლის დადანაშაულება საქართველოდან მილიონების ქურდობაში აჩვენებს, რომ ის რელსებიდან გავიდა. ის ტრაგედიაა ამ ძალიან კარგი ქვეყნისთვის", - წერს ტვიტერზე შვედი პოლიტიკოსი.  

ამავე თემაზე