2022-06-22 14:54:57
ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-სს აღემატება

ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანია დაღუპული. „ბიბისის“ ცნობით, მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენელი, რომელიც ბუნებრივი კატასტროფების მართვის მინისტრის მოადგილის მოვალეობებს ასრულებს, აცხადებს, რომ დაღუპულთა რაოდენობა 900-სს აღემატება.

მიწისძვრამ ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პაკტიკას პროვინცია დააზარალა.

„თალიბანის“ უმაღლესი ლიდერი ჰიბათულა აჰუნძადა აცხადებს, რომ დანგრეულია ასობით საცხოვრებელი სახლი.

6,1 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით ღამის 01:30 საათზე დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ასევე მეზობელ პაკისტანსა და ინდოეთში.

ამავე თემაზე