2022-06-22 10:55:12
მძიმე დაბომბვები გრძელდება სევეროდონეცკის ალყაში მოსაქცევად - ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ მძიმე დაბომბვა გრძელდება სევეროდონეცკის ალყაში მოსაქცევად ჩრდილოეთით იზუმისა და სამხრეთით პოპასნას გავლით. 

დაზვერვის ცნობით, რუსეთი დიდი ალბათობით ემზადება დონბასში დიდი რაოდენობით სარეზერვო შენაერთების განსალაგებლად.

უწყების ცნობით, რუსეთი 25 მარტის შემდეგ უკრაინაში დაღუპულთა საერთო რაოდენობას არ აქვეყნებს, თუმცა თვითგამოცხადებული დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკა აქვეყნებს "მათი ძალებიდან" დაღუპულთა მონაცემებს. 16 ივნისის მდგომარეობით "დონეცკის სახალხო რესპუბლიკა" აღიარა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2 128 სამხედრო დაიღუპა, 8 897 კი დაიჭრა.

"დიდი ალბათობით, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებს აქვთ მოძველებული იარაღი და აღჭურვილობა. ორივე მხრიდან, ფრონტზე სარეზერვო დანაყოფების გენერირებისა და განლაგების შესაძლებლობა, სავარაუდოდ, უფრო კრიტიკული ხდება ომის შედეგისთვის."- ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში. 

ამავე თემაზე