2022-06-21 10:23:50
კრემლის მცდელობა, დაემუქროს ლიეტუვას კალინინგრადისკენ ტვირთების გატარების აკრძალვის გამო, ევროკავშირისა და ნატოსთვის გამოწვევაა - ანდრეი ერმაკი

რუსეთის მცდელობა დაემუქროს ლიეტუვას კალინინგრადის ოლქში ტვირთების ტრანზიტის აკრძალვის გამო, ევროკავშირისა და ნატოსთვის გამოწვევაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკი „ტელეგრამში“ წერს.

„კრემლის მცდელობა, დაემუქროს ლიეტუვას, ევროკავშირისა და ნატოსთვის გამოწვევაა. ახლა მნიშვნელოვანია მტკიცე პოზიციის შენარჩუნება და სანქციებთან და რუსეთის ფედერაციიდან კალინინგრადის მიმართულებით საქონლის ტრანზიტთან დაკავშირებით რუსეთთან დათმობაზე არ წასვლა. რუსეთი ნებისმიერ დათმობას აღიქვამს, როგორც სისუსტეს“, - აღნიშნა ერმაკმა.

შეგახსენებთ, ლიეტუვამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული ტვირთების კალინინგრადისკენ გატარება შეწყვიტა, რის გამოც ლიეტუვის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ვირჯინია უმბრასენი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. 

ამავე თემაზე