2022-06-21 10:07:41
ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მხარდასაჭერად ათიათასობით ქართველი შეიკრიბა - მსოფლიო მედია თბილისში გამართულ აქციას ეხმაურება

ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად ქუჩებში ათიათასობით ქართველი გამოვიდა მას შემდეგ, რაც ევროპულმა კომისიამ თბილისისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადადების რეკომენდაცია გასცა, - ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ წერს.

„საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშების ფრიალით, საქართველოს პარლამენტის წინ, აქციაზე სახელწოდებით „წინ ევროპისკენ“, დაახლოებით 60 000 დემონსტრანტი შეიკრიბა,“ - წერს „ფრანს-პრესი“.

“ევრონიუსის“ კი წერს, რომ თბილისში გამართული აქციის მიზანი ბრიუსელისთვის სიგნალის გაგზავნა იყო იმ ფონზე, როცა ევროკავშირის ლიდერებმა ამ კვირაში უნდა განიხილონ, მიენიჭოს თუ არა კანდიდატის სტატუსი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას.

გამოცემა წერს, რომ ევროპულმა კომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის "ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის" შეთავაზებას, სტატუსის, რომელსაც იურიდიული ღირებულება არ აქვს. 

 

ამავე თემაზე