2022-06-20 12:35:53
ნოვომოსკოვსკში რუსული ძალების თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

დნიპროპეტროვსკის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელის, მიკოლა ლუკაშუკის განცხადებით, დნიპროპეტროვსკის ოლქის, ქალაქ ნოვომოსკოვსკს რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაიჭრა.

ლუკაშუკის თქმით, რვა ადამიანი დამწვრობის გამო სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, ოთხი კი ამბოლატორიულ მკურნალობას გადის.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ასევე ზელენოდოლსკისა და აპოსტოლოვეს სასაზღვრო რაიონები და კრივი რიხში მდებარე სოფელი პერშე ტრავნია დაბომბეს.

ამავე თემაზე