2022-06-20 10:32:56
შიდა ქართლის ორ სკოლაში სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა

"მთავარი არხის" ინფორმაციით შიდა ქართლის ორ სკოლაში სამართალდამცველები შესაძლო მძიმე დანაშაულებს სწავლობენ. ორივე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბრალდებების ადრესატები პედაგოგები არიან. ერთ მათგანს მეათე კლასელის მიმართ გარყვნილ ქმედებას, მეორეს კი პირველკლასელზე ფიზიკურ ძალადობას ედავებიან.

15 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილ ქმედებაში მხილებულია 60 წელს გადაცილებული პედაგოგი, რომელიც მანამდე წლების განმავლობაში დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 

"ფაქტს გიდასტურებთ და ვადასტურებ იმას, რომ გამოძიება მიმდინარეობს ანუ სკოლა მოიქცა ისე, როგორც კანონი ეუბნება, შეტყობინება შევიდა პოლიციაში და მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, ბუნებრივია ვერანაირ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. როგორც პედაგოგი დროებით ჩამოცილებულია სასწავლო პროცესს", - ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

ამავე თემაზე