2022-06-17 11:00:11
უკრაინამ იგრძნო ერთდროულად 4 ძლიერი ევროპული სახელმწიფოს მხარდაჭერა ევროკავშირისკენ ჩვენი სვლის მიმართ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და რუმინეთის ლიდერების კიევში ვიზიტზე ისაუბრა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინამ მისი ევროკავშირისკენ სვლის მიმართ ერთდროულად ოთხი ძლიერი ევროპულის სახელმწიფოს მხარდაჭერა იგრძნო. 

"მართლაც ისტორიული დღეა - უკრაინამ იგრძნო ერთდროულად ოთხი ძლიერი ევროპული სახელმწიფოს მხარდაჭერა, განსაკუთრებით ჩვენი სვლის მიმართ ევროკავშირისკენ. ჩვენთან ერთად არიან იტალია, რუმინეთი, საფრანგეთი და გერმანია. ოთხივე ლიდერი - ბატონი დრაგი, ბატონი იოჰანესი, ბატონი მაკრონი და ბატონი შოლცი მხარს უჭერს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. 

რა თქმა უნდა, ყველა შესაბამისი პროცედურა უნდა იყოს დაცული და ამაში ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა უნდა იყოს ჩართული, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაზე დიდი ნაბიჯი გადაიდგა წინ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ლიდერების პოზიციის მოსმენა კიდევ ერთ ფუნდამენტურ საკითხზე - ისინი თანხმდებიან, რომ ომის დასრულება და მშვიდობა უკრაინისთვის უნდა იყოს ზუსტად ისეთი, როგორსაც უკრაინა ხედავს, როგორსაც ჩვენი ხალხი ხედავს", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

ამავე თემაზე