2022-06-16 17:32:44
ირპინი და ბუჩა რუსეთის ომის წარმოუდგენელი სისასტიკის სიმბოლოდ იქცნენ, ეს ომი უნდა დასრულდეს - შოლცი

ირპინი და ბუჩა რუსეთის ომის წარმოუდგენელი სისასტიკის სიმბოლოდ იქცნენ,ეს ომი უნდა დასრულდეს - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ირპინში ჩასვლის შემდეგ განაცხადა.

,,ამ ქალაქში სასტიკი ნგრევა მემორიალია - ეს ომი უნდა დასრულდეს“, - დაწერა შოლცმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, ეს შოლცის პირველი ვიზიტია უკრაინაში.

ამავე თემაზე