2022-06-16 10:41:37
წლის მეორე ნახევარში ინფლაციის მნიშვნელოვნად შემცირებას ველოდებით - დავითაშვილი

წლის მეორე ნახევარში ინფლაციის მნიშვნელოვნად შემცირებას ველოდებით, რადგან [უკრაინაში] ომიდან გამომდინარე პირველი ეფექტი ალბათ გადავლილი იქნება ამ პერიოდში, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ამავე დროს, რეგიონში ასეთი სერიოზული კრიზისის ფონზე გაურკვევლობა არსებობს.

„ამიტომ ზუსტი და გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება არის რთული. მაგრამ ჩვენ ბევრი ფაქტორის მუდმივი ანალიზისა და კონტროლის გამო, ვახერხებთ იმას, რომ საქართველოს ეკონომიკამ ნაკლები ზიანი მიიღოს, ნაკლები იყოს შოკების ეფექტი და რეალურად შევინარჩუნოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა, პირველ რიგში, შევინარჩუნოთ მნიშვნელოვანი სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რაც საბოლოოდ არის იმის მთავარი პასუხი, რომ ქვეყანაში შევქმნათ კეთილდღეობა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამავე თემაზე