2022-06-16 10:34:30
დაახლოებით 32 950 ჯარისკაცი, 1 449 ტანკი, 3 545 ჯავშანტექნიკა - რუსი ოკუპანტების დანაკარგი 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 16 ივნისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 32 950;
  • ტანკი - 1 449;
  • ჯავშანტექნიკა - 3 545;
  • საარტილერიო სისტემა - 729;
  • სარაკეტო სისტემა - 233;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 97;
  • თვითმფრინავები - 213;
  • ვერტმფრენი - 179;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 591;
  • საკრუიზო რაკეტები - 129;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 2 494;
  • გემი/ნავი/კატარღა - 13;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 55. 
ამავე თემაზე