2022-06-15 10:04:42
ე.წ. პიჯაკების საქმეზე დღეს მესამე პრეზიდენტის მორიგი სხდომა გაიმართება - სააკაშვილი სასამართლო სხდომას დღესაც ვერ დაესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე დღეს მესამე პრეზიდენტის მორიგი სხდომა გაიმართება. მიხეილ სააკაშვილი პროცესს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, დღესაც ვერ დაესწრება.

როგორც ადვოკატი, შოთა თუთბერიძე აცხადებს, დასკვნა, რომელსაც "ემპათიას" წევრი ექიმები ამზადებენ, შესაძლოა, დაცვის მხარის ახალი სამართლებრივი სტრატეგიის მიზეზიც გახდეს.

"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არსებითად გაუმჯობესებულია არ არის, ამიტომ, არ ვიცი და საეჭვოა, რომ ის შეძლებს დღევანდელ პროცესში მონაწილეობას. დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ ექსპერტების დასკვნა მაქსიმალურად მოკლე ვადაში იქნება მომზადებული. ეს დასკვნა მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გამო. პირველ რიგში ის, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გარკვეულწილად გარღვეული იქნება სახელმწიფო მონოპოლია ინფორმაციული. შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ფაქტორი მათ შორის დაცვის მხარის სამართლებრივი სტრატეგიის ფორმირებისთვის", - თქვა შოთა თუთბერიძემ.  

ამავე თემაზე