2022-06-14 17:17:04
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9631 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9631 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9631 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9687 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0056 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0923 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1076 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0153 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა. 

ამავე თემაზე