2022-06-10 10:05:51
მერილენდის შტატში მამაკაცმა თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა – დაიღუპა სამი ადამიანი

აშშ-ში, მერილენდის შტატში შეიარაღებულმა მამაკაცმა თანამშრომლებს გაუხსნა ცეცხლი. შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ინციდენტი ერთ-ერთ ქარხანაში მოხდა.

თავდამსხმელი პოლიციასთან ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრა. 23 წლის მამაკაცმა დანაშაულის ადგილიდან მიმალვას სცადა, თუმცა ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

სროლის შედეგად დაიჭრა ერთი პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჰოსპიტალიზებულია თავდამსხმელიც. გამოძიებამ თავდასხმის მოტივი ჯერ ვერ დაადგინა.

ამავე თემაზე