2022-06-10 09:57:21
თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე გვიან ღამით მამაკაცი დაჭრეს. 47 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და კრიმინალური სამსახური.

დაჭრილი მამაკაცი ამერიკულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, მამაკაცს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, ამჟამად კი გადაყვანილია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ექიმის თქმით, დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამავე თემაზე