2022-06-08 10:09:49
უკრაინას ისრაელისგან რკინის გუმბათის შეძენა სურს

უკრაინას ისრაელისგან სარაკეტო თავდაცვის სისტემა, რკინის გუმბათის შეძენა სურს. ამის შესახებ ისრაელში უკრაინის ელჩმა ევგენ კორნიიჩუკმა განაცხადა.

"მინდა, ისრაელის მთავრობამ კომფორტის ზონა დატოვოს და რეალობას დაუბრინდეს. ჩვენ ისრაელის დახმარება გვჭირდება. გვჭირდება სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერა, ასევე რკინის გუმბათი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გადავარჩინოთ მშვიდობიანი ქალები და ბავშვები რუსული რაკეტებით დაბომბვისგან" - თქვა მან. 

მისივე თქმით, ისრაელი უკრაინის ომზე ორიენტირებული აღარაა და მედიასაშუალებები თითქმის აღარ აშუქებენ ამ საკითხს. 

ამავე თემაზე