2022-06-06 12:03:09
დაახლოებით 31 250 ჯარისკაცი, 1 386 ტანკი, 3 400 ჯავშანტექნიკა - რუსი ოკუპანტების დანაკარგი 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 6 ივნისამდე პერიოდს.
 
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 31 250;
  • ტანკი - 1 386;
  • ჯავშანტექნიკა - 3 400;
  • საარტილერიო სისტემა - 690;
  • სარაკეტო სისტემა - 207;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 96;
  • თვითმფრინავები - 211;
  • ვერტმფრენი - 176;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 551;
  • საკრუიზო რაკეტები - 125;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 2 395;
  • გემი/ნავი/კატარღა - 13;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 53.
ამავე თემაზე