2022-06-03 15:06:53
ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელია – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, რუსთავი 2-ის საქმეზე ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიას და ზურაბ იაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელია.

მოცემულ საქმეზე საია ახორციელებდა სასამართლო სხდომების მონიტორინგს. 

საიას შეფასებით, სასამართლოში საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე არსებულ კითხვებს, რაც ბრალდებულთა მიმართ ბრალის წარდგენის, სასამართლო განხილვის, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სტანდარტებთან და მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან მიმართებით არსებობდა, სასამართლო არც განაჩენში პასუხობს, რის გამოც მიგვაჩნია, რომ განაჩენი დაუსაბუთებელია. ამასთანავე, სასამართლო სხდომის დარბაზში გამოკვლეული არაერთი მტკიცებულება გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ქმედებაში არ იყო დანაშაულის ნიშნები.  

"საიას შეფასებით, სასამართლოში საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე არსებულ კითხვებს, რაც ბრალდებულთა მიმართ ბრალის წარდგენის, სასამართლო განხილვის, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სტანდარტებთან და მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან მიმართებით არსებობდა, სასამართლო არც განაჩენში პასუხობს, რის გამოც მიგვაჩნია, რომ განაჩენი დაუსაბუთებელია" - აღნიშნულია საიას განცხადებაში.

ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სასამართლო სხდომის დარბაზში გამოკვლეული არაერთი მტკიცებულება იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქმედებაში არ იყო დანაშაულის ნიშნები.

საია-ს შეფასება სრულად იხილეთ აქ   

ამავე თემაზე