2022-06-03 14:55:16
მოლაპარაკებებზე უარის თქმა უკრაინას სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხეს უქმნის - მედვედევი

ოკუპანტი ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის  მოადგილე, დიმიტრი მედვედევი  უკრაინას ეროვნული სუვერენიტეტის დაკარგვით ემუქრება.

"რა საფრთხეს ქმნის? გასაგებია რასაც. სამწუხაროდ, ეს დაკავშირებულია მსხვერპლთანაც, ნგრევასთანაც და საბოლოო ჯამში უკრაინამ, შესაძლოა, დაკარგოს დამატებითი ტერიტორიები იმის შედეგად, რაც ხდება. საბოლოო ჯამში, ეს – მოლაპარაკებაზე უარის თქმა – ემუქრება უკრაინას არსებითად ერთი რამით: ეროვნული სუვერენიტეტის დაკარგვით", – თქვა მედვედევმა Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინასთან მოლაპარაკებებზე დაკავშირებით.

მედვედევი ამბობს, რომ თუ უკრიანა აშშ-ს მიერ მიწოდებულ შეიარაღებას გამოიყენებს, რუსეთი იძულებული იქნება იერიშები გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე მიიტანოს,  ეს კი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. 

იმ შემთხვევაში თუ ამერიკის მიწოდებული იარაღი და შეიარაღების ეს ტიპები გამოყენებული იქნება რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგს, ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს არ დარჩება სხვა არჩევანი გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე იერიშის მიტანის გარდა. ყველასთვის გასაგებია თუ რა ცენტრებია ესენი. ესენია თავდაცვის სამინისტრო, გენერალური შტაბი და ყველაფერი, რაც გნებავთ. თუმცა უჯნდა გვესმოდეს, რომ გადაწყვეტილების საბოლოო ცენტრები ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, კიევის ტერიტორიაზე არც კი მდებარეობს, ამიტომ ეს უპირობოდ არის საფრთხე, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული, - განაცხადა მედვედევმა.   

ამავე თემაზე