2022-06-03 13:58:07
უკრაინა თავდაცვით ომს აწარმოებს და არ აპირებს სარაკეტო სისტემების გამოყენებას რუსეთში ობიექტებზე დარტყმისთვის - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილო პოლოდიაკი Twitter-ზე წერს, რომ უკრაინა "თავდაცვით ომს აწარმოებს" და "არ გეგმავს შეტევას რუსეთში არსებულ ობიექტებზე" აშშ-ს მიერ მიწოდებული იარაღით.

"ჩვენმა პარტნიორებმა იციან, სად გამოიყენება მათი იარაღი. ნებისმიერი ბრალდება ამ განზრახვის შესახებ [რუსეთზე თავდასხმის შესახებ] არის რუსული სპეცსამსახურების ფსიქოლოგიური ოპერაციები. რუსეთის ნომერ პირველი ამოცანაა უკრაინასა და ამერიკას შორის ნდობას ძირი გამოუთხაროს"- წერს პოლოდიაკი

ამავე თემაზე