2014-01-21 12:46:18
ფილიპ ლეფორი: „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი განსაზღვრულია“

„სამხრეთ ოსეთის სტატუსი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი, რესპუბლიკის ხალხის მიერ დიდი ხანია, განსაზღვრულია. ამ პოზიციის შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს რეალობაა, რომელთან ერთად ცხოვრება და მუშაობა უნდა ვისწავლოთ",-ეს განცხადება , როგორც ოსური მედია წერს ფილიპ ლეფორმა გააკეთა, რომელიც ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს, ლეონიდ თიბილოვს შეხვდა. ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ევროკავშირის მხრიდან, ფილიპ ლეფორი აცხადებს, რომ ჟენევის დისკუსიებზე უსაფრთხოების და სტაბილურობის საკითხის განხილვა პირველ ადგილზე დგას. 
"ომის რისკი გამორიცხული უნდა იყოს. იმისათვის, რომ ამის გარანტიები მივიღოთ, როგორც ოსური მხარე, ასევე ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ ჟენევის დისკუსიებზე", -აღნიშნა ლეფორმა.
 

 

ამავე თემაზე