2022-06-02 18:51:54
სად ნარკოტიკები და სად ბატონი გალიფის მოღვაწეობა?! - თურქი ბიზნესმენის ადვოკატი

ბათუმში დაკავებული თურქი ბიზნესმენის ადვოკატი, თენგიზ  კახიძე, აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. უფლებადამცველის მტკიცებით,  სამართალდამცველების მიერ ამოღებული ნარკოტიკები გალიფ აზთურქს არ ეკუთვნის.

,,ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებები არ ეკუთვნის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პიროვნებას. ბატონი გალიფი არ აღიარებს აღნიშნულ ბრალს.  ბატონმა გალიფმა ჩაიტარა მძიმე ქირურგიული ოპერაცია, რის გამოც იღებს სამკურნალო აბებს. სად ნარკოტიკები და სად ბატონი გალიფის მოღვაწეობა?! ბრალის სხვა დადგენილება ამ წუთისთვის არ გვაქვს. დიდი ალბათობით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გირაო უნდა განესაზღვროს და შეეფარდოს",  - აცხადებს თურქი ბიზნესმენის ადვოკატი, თენგიზ კახიძე.

ამავე თემაზე