2022-06-02 13:52:40
დაახლოებით 30 850 ჯარისკაცი, 1 363 ტანკი, 3 354 ჯავშანტექნიკა - რუსი ოკუპანტების დანაკარგი 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 2 ივნისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 30 850; 
  • ტანკი - 1 363;
  • ჯავშანტექნიკა - 3 354;
  • საარტილერიო სისტემა - 661;
  • სარაკეტო სისტემა - 207;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 95;
  • თვითმფრინავები - 210;
  • ვერტმფრენი - 175;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 521;
  • საკრუიზო რაკეტები - 120;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 2 325;
  • გემი/ნავი/კატარღა - 13;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 51.
ამავე თემაზე