2022-06-02 13:44:56
სლოვენიას ახალი მთავრობა ჰყავს

სლოვენიას ახალი მთავრობა ჰყავს. ქვეყნის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ რობერტ გოლობის ხელმძღვანელობით, მემარცხენე ცენტრისტულ მთავრობას მხარი დაუჭირა.

90-მანდატიანი პარლამენტიდან, ახალ მთავრობას ნდობა 53-მა დეპუტატმა გამოუცხადა.

მინისტრთა კაბინეტი დაკომპლექტებულია რობერტ გოლობის პარტია „მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „სოციალ-დემოკრატებისა“ და მემარცხენეებისგან.

ამავე თემაზე