2022-06-01 10:13:14
კანადამ ალინა კაბაევას სანქციები დაუწესა

კანადამ სანქციები დაუწესა რუსულ 4 კომპანიასა და რუსეთის 22 მოქალაქეს, რომელთა შორის არის ალინა კაბაევა. ყოფილი ტანმოვარჯიშე მრავალი წელია პუტინის პარტნიორია, არსებობს ვარაუდი, რომ მათ სამი შვილი ჰყავთ.

20 მაისს კანადამ სანქციები რუსეთის 14 მოქალაქეს დაუწესა. მათ შორის იყვნენ რუსი ოლიგარქები, პუტინის გარემოცვის წევრები და მათი ოჯახები.

მაისში ალინა კაბაევას სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა. არსებობს ვარაუდი, რომ პუტინი თავის აქტივებს სწორედ გარემოცვის დახმარებით მალავს.  

ამავე თემაზე