2022-05-31 11:54:05
რუსეთმა ნიდერლანდებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა

რუსეთმა ნიდერლანდებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. „ბიბისის“ ინფორმაციით, რუსულმა სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ სრულად შეუჩერა ბუნებრივი აირის მიწოდება ჰოლანდიურ კომპანია „გასტერას“, მას შემდეგ, რაც ნიდერლანდებმა ბუნებრივი აირის საფასურის რუსულ რუბლებში გადახდაზე უარი განაცხადეს.

„პირველი აპრილიდან მიწოდებულ გაზზე გადახდა უნდა განხორციელდეს რუბლებში ახალი რეკვიზიტების გამოყენებით, რის შესახებაც კონტრაგენტებს ეცნობათ დროულად“, – ნათქვამია გაზპრომის განცხადებაში.

ამავე თემაზე