2022-05-31 09:46:55
უკრაინის რადას დეპუტატები ომბუდსმენ ლუდმილა დენისოვასთვის უნდობლობის გამოცხადებას უყრიან კენჭს

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატები ომბუდსმენ ლუდმილა დენისოვასთვის უნდობლობის გამოცხადებას უყრიან კენჭს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს. შესაბამის საკითხზე კენჭისყრა 31 მაისს დანიშნულ სხდომაზე იგეგმება.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია თავად დენისოვამ პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

„ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი, რომ პრეზიდენტის ბრძანებით ხვალ იგეგმება უნდობლობის გამოცხადება ჩემთვის, როგორც ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი რადას წარმომადგენლისთვის“, – განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.

ამავე თემაზე