2022-05-30 16:28:55
მოვითხოვთ ყველა ომის დანაშაულის გამოძიებას და მათ დასჯას, ვინც ჩაიდინა ბარბაროსული ქმედებები კაცობრიობის წინააღმდეგ – უნგრეთის პრეზიდენტი

უნგრეთი ერთმნიშვნელოვნად გმობს რუსეთის აგრესიას და შეიარაღებულ შეჭრას უკრაინაში. ჩვენ მოვითხოვთ ყველა ომის დანაშაულის გამოძიებას და მათ დასჯას, ვინც ჩაიდინა ეს ბარბაროსული ქმედებები კაცობრიობის წინააღმდეგ, – უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ უნგრეთის პრეზიდენტ​მა კატალინა ნოვაკმა საერთაშორისო საქველმოქმედო ტელემარათონის – „Save Ukraine – #StopWar“-ის ეთერში განაცხადა.

ნოვაკმა დასძინა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს ვალდებულებების შესრულებას, უკრაინიდან 700 ათასზე მეტი ლტოლვილისთვის თავშესაფრის უზრუნველყოფის შესახებ.

„ჩვენ გავაგრძელებთ დაჭრილთა დახმარებას, ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ბავშვებისთვის განათლებაზე წვდომის და ჩამოსული ოჯახების სახლებით, საკვებით, სამსახურით უზრუნველყოფას, რამდენი ხანიც იქნება საჭირო“, – განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა.

ამავე თემაზე