2022-05-30 14:55:55
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუჩაში ჩავიდა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ტელეგრამში კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ალექსეი კულება წერს.

„დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ბუჩაში ჩამოვიდა. ბუჩა – კაცობრიობის წინააღმდეგ რუსული ჯარის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმბოლოა“, – წერს ალექსეი კულება. მან საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კატრინ კოლონა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრად ცოტა ხნის წინ დაინიშნა. მინისტრმა უკრაინაში ჩასვლის დროს მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ფოტო გამოაქვეყნა. 

ამავე თემაზე