2022-05-30 14:47:54
ომი იქნება ხანგრძლივი, რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები მხოლოდ გაიზრდება - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო საქმეთა საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ვარაუდობს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შეიძლება გაგრძელდეს, ამიტომ მან მოითხოვა დამატებითი სანქციების დაწესება აგრესორისთვის. ბორელმა  რადიო France Info-ს ეთერში ისაუბრა.

"ჩვენ უნდა გავუძლოთ. ომი იქნება ხანგრძლივი, რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები მხოლოდ გაიზრდება. ჩვენ უნდა განვაგრძოთ უკრაინის უზრუნველყოფა საომარი საშუალებებით, ასევე რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა განვაგრძოთ", - თქვა ბორელმა.

ბორელის თქმით, რუსული ეკონომიკა "უკვე იწყებს შეჩერებას" და მასზე შემდგომი სანქციების ზეწოლა უკრაინას საშუალებას მისცემს, მომდევნო მშვიდობიან მოლაპარაკებებზე პოზიციები გაამყაროს.

ამასთან, EU-ს უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი შეთანხმდება სანქციების მეექვსე პაკეტზე, რომელიც ნავთობის ემბარგოსა და Sberbank-ის SWIFT-დან გარიცხვას მოიცავს. 

ამავე თემაზე