2022-05-26 10:27:48
რუსების თავდასხმებს 240 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 436-ზე მეტი - უკრაინის პროკურატურა

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 240 ბავშვია დაღუპული, 436-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 151, კიევის ოლქში - 116, ხარკოვის ოლქში - 105, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ლუგანსკის ოლქში - 50, ხერსონის ოლქში - 49, ნიკოლაევის ოლქში - 45, ზაპოროჟიეს ოლქში - 28, სუმის ოლქში - 17, დედაქალაქში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 883 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 178 მთლიანად განადგურებულია.
მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში


კვირის ვიდეოები