2022-05-25 14:16:48
ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები შედგება, თუმცა საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ომის დასრულების შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებები აუცილებლად გაიმართება, "თუმცა საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან". ამასთან დაკავშირებით ზელენსკიმ დავოსში გამართულ უკრაინულ საუზმეზე ონლაინ ჩართვისას ისაუბრა. 

"საომარი ნაწილის შემდეგ, იქნება მშვიდობიანი პროცესი, იქნება მოლაპარაკებების მაგიდა და აუცილებლად იქნება მშვიდობა. კითხვა ისმის - ვისთან გამართავს უკრაინა მოლაპარაკებებს, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან. ეს ასევე დამოკიდებულია რუსეთის მოქმედი პრეზიდენტის სურვილზე" - თქვა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები შესაძლებელი იქნება, "როდესაც ის მზად იქნება დაბრუნდეს რეალობაში და გაიაზროს, რომ უამრავი ადამიანი იღუპება".

"მაშინ შეიძლება ვცადოთ, თუ გვიანი არ იქნება, რუსეთის ამჟამად მოქმედ მთავრობასთან დიპლომატიურ გზაზე წასვლა" - თქვა ზელენსკიმ. 

ამავე თემაზე