2022-05-25 09:45:14
ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, დაღუპულია 19 ბავშვი და ორი ზრდასრული ადამიანი.

ტეხასის გუბერნატორის გრეგ აბოტის განცხადებით, დაღუპულია თავდამსხმელი 18 წლის სალვადორ რამოსი, რომელიც პოლიციელის მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია.

ტეხასის სკოლაში მომხდარ თავდასხმაზე კომენტარი გააკეთა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. მან მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

„როდის ვაპირებთ, ღვთის სახელით, წინ აღვუდგეთ იარაღის ლობს? ასეთი მასობრივი სროლები იშვიათად ხდება მსოფლიოს სხვა ადგილას. რატომ ვართ მზად, ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით? რატომ ვაძლევთ საშუალებას ეს მოხდეს? დროა, ვიმოქმედოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლის დროს.

ამავე თემაზე