2022-05-25 09:38:42
თბილისში, შანიძის ქუჩაზე სროლა იყო - დაჭრილია ერთი ადამიანი

თბილისში, შანიძის ქუჩაზე სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვიის გასროლის ხმა მიყოლებით რამდენჯერმე გაისმა.

ცნობილია, რომ დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარებამ ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. 

მომხდართან დაკავშირებით შსს-ში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ამავე თემაზე