2022-05-23 17:05:44
სასამართლო საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულის - როინ მებონიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მებონიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. 

პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი ბრალდების მხარის პოზიციას დაეთანხმება.

ცნობისთვის, 21 მაისს, გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როინ მებონიამ მეუღლეს სოფი კვარაცხელიას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.

როინ მებონიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ამავე თემაზე