2022-05-23 15:11:05
პოლონეთი რუსეთთან ენერგეტიკულ ურთიერთობას წყვეტს

პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრი ანა მოსკვა ამბობს, რომ პოლონეთი რუსეთთან ენერგეტიკულ ურთიერთობას წყვეტს. მინისტრის თქმით, პოლონეთმა გააუქმა ბუნებრივ აირთან დაკავშირებული 1993 წლის მთავრობათაშორისი შეთანხმება იამალთან მიმართებით.

"რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ დაადასტურა პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილების მართებულობა, გახდეს რუსული გაზისგან სრულად დამოუკიდებელი. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ გაზპრომი არასანდო პარტნიორია", - წერს მინისტრი Twitter-ზე. 

ამავე თემაზე