2022-05-23 14:12:21
უკრაინამ რუს ჯარისკაცს, ომის დანაშაულისთვის, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

უკრაინის პროკურატურამ 21 წლის რუს ჯარისკაცს, ვადიმ შიშიმარინის, ომის დანაშაულისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. რუსი ჯარისკაცი სუმის ოლქში სამოქალაქო პირის მკვლელობის გამო გაასამართლეს. 

21 წლის ვადიმ შიშიმარინი პირველი რუსი სამხედროა, რომელსაც უკრაინაში ომის დანაშაულის გამო ასამართლებენ. შიშიმარინმა 28 თებერვალს 62 წლის შეუიარაღებელი მოქალაქე სუმის რეგიონის სოფელ ჩუპახივკაში მოკლა, მაშინ როცა ის ველოსიპედით გადაადგილდებოდა და ტელეფონზე საუბრობდა.  

ამავე თემაზე