2022-05-20 18:28:32
სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. 

მოსამართლის განმარტებით, ზოგიერთი ჟურნალისტი ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ელფერს მისცემს. ორკოდაშვილის თქმითვე, გამამტყუნებელი განაჩენი მაშინ დგება, როცა მტკიცებულებათა საკმაო რაოდენობაა, რომელიც ბარლდებას ამტკიცებს და თუკი, ოდნავი ეჭვიც არის, ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, გაუქმდა ჯიშკარიანის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება გირაო და ყადაღა.

შეგახსენებთ, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისივე თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე წარედგინა ბრალდება.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.  

ამავე თემაზე