2022-05-20 16:32:55
რუსეთი ფინეთს ხვალ გაზის მიწოდებას შეუწყვეტს

რუსეთი, ხვალ დილით ფინეთისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს, - ამის შესახებ ინფორმაციას, ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია ავრცელებს.

Gasum-ის განცხადებაში წერია, რომ რუსეთი ფინეთს, ბუნებრივი აირის იმპორტს შაბათს, 2022 წლის 21 მაისს 07:00 საათიდან შეუწყვეტს.  

ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას სხვა წყაროებიდან „Balticconnector“-ის მილსადენის მეშვეობით გააგრძელებს.  

ამავე თემაზე