2022-05-20 14:27:09
უკრაინაში რუსი ჯარისკაცის სასამართლო პროცესი ორშაბათამდე გადაიდო

უკრაინაში 21 წლის რუსი ჯარისკაცის, ვადიმ შიშიმარინის სასამართლო პროცესი ორშაბათამდე გადაიდო. პარასკევს, საქმის განხილვის მესამე დღეს შიშიმარინი კიევის სასამართლო პროცესზე წარსდგა. შიშიმარინს უკრაინაში ომის დანაშაულისთვის ასამართლებენ.

"ვწუხვარ და გულწრფელად ვნანობ. იმ მომენტში ვნერვიულობდი. არ მინდოდა მოკვლა, მაგრამ ეს მოხდა და ამას არ უარვყოფ,” - თქვა რუსმა ჯარისკაცმა.

"შიშიმარინი სტრესში იმყოფებოდა, რომელიც საბრძოლო მდგომარეობითა და მისი მეთაურის ზეწოლით იყო გამოწვეული. ამ გარემოებების ანალიზი საშუალებას მაძლევს დავასკვნა, რომ შიშიმარინს მკვლელობის პირდაპირი განზრახვა არ ჰქონია,” - განაცხადა შიშიმარინის ადვოკატმა.

21 წლის ვადიმ შიშიმარინმა 62 წლის შეუიარაღებელი მშვიდობიანი მოქალაქე სუმის რეგიონის ქალაქ სოფელ ჩუპახივკაში მოკლა, მაშინ როდესაც ის ველოსიპედით გადაადგილდებოდა და ტელეფონზე საუბრობდა.

ამავე თემაზე