2022-05-19 15:48:39
მეგობრებო, მე გუშინ მქონდა შეხვედრა მოსამართლეებთან, ვერ ვიტყვი საჯაროდ ვისთან, შოკში ვიყავი რაც ახლა ხდება სასამართლოში - ვაშაძე   

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველთან, დერეკ შოლესთან გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. ვაშაძის თქმით, გუშინ შეხვედრა ჰქონდა რამდენიმე მოსამართლესთან, რომლებმაც უთხრეს, რომ ხელისუფლებაზე მათზე ზეწოლას ახორციელებს:

,,იყო საუბარი მოსამართლეების სანქცირებაზე, კლანის წევრი მოსამართლეების და ჩვენ მივაწოდეთ რომ... მეგობრებო, მე გუშინ მქონდა შეხვედრა მოსამართლეებთან, ვერ ვიტყვი საჯაროდ ვისთან, შოკში ვიყავი რაც ახლა ხდება სასამართლოში. ფაქტობრივად ბავშვებზე და ოჯახებზე არიან მისეული სამართალდამცავი უწყებები და ასე აშანტაჟებენ მოსამართლეებს", - თქვა გიორგი ვაშაძემ. 

 

ამავე თემაზე