2022-05-18 11:29:08
ლუჰანსკის რაიონში დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ლუჰანსკის რაიონში დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ლუჰანსკის რეგიონული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, დაღუპულები ქალაქ ზოლოტეში, პოპასნასა და მდინარე სევერსკის მახლობლად იპოვეს.

ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის თქმით, ექიმები ახლა 15 წლის მოზარდის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან, რომელიც გუშინწინ დაბომბვისას დაშავდა. 

ამავე თემაზე