2022-05-18 10:02:11
ჩვენ მოვიგებთ ამ ომს - დარწმუნებული ვარ, რომ დიქტატორი წააგებს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთში, კანის 75-ე კინოფესტივალის გახსნისას აუდიტორიას მოულოდნელად სიტყვით მიმართა.

„ჩვენ მოვიგებთ ამ ომს“, - განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა. 

ზელენსკიმ ჩარლი ჩაპლინის ფილმი „დიდი დიქტატორი“ ახსენა და კინორეჟისორებს მოუწოდა ომის დროს უქმად არ იდგნენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ დიქტატორი წააგებს”, - განაცხადა ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხსენების გარეშე. 

ამავე თემაზე