2022-05-18 09:59:41
24 თებერვლიდან დღემდე რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში 229 ბავშვი მოკლეს - უკრაინის პროკურატურა

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 229 ბავშვია დაღუპული, 424-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 141, კიევის ოლქში - 116, ხარკოვის ოლქში - 100, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ხერსონის ოლქში - 48, ლუგანსკის ოლქში - 47, მიკოლაევის ოლქში - 44, , ზაპოროჟიეს ოლქში - 28, სუმის ოლქში - 17, დედაქალაქში - 16,  ჟიტომირის ოლქში - 15.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 772 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 161 მთლიანად განადგურებულია.

მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია. 

ამავე თემაზე