2022-05-13 19:52:23
მიმდინარეობს კვლევები, რომ განისაზღვროს რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მომავალში - სააკაშვილის ადვოკატი

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველებმა კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვეს.

სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით კი, ჯერჯერობით მისთვის არ არის ცნობილი, რა ტიპის გამოკვლევები ჩაუტარეს სააკაშვილს.

"არ ვიცი რა ტიპის კვლევები ჩაუტარდა და ველოდებით პასუხებს. მიმდინარეობს კვლევები, რომ განისაზღვროს რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მომავალში. ექიმები გვეტყვიან პასუხებს ჩვენც და საზოგადოებასაც, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა უკვე გვითხრა, რომ გარკვეული კვლევები მას უკვე ჩაუტარდა,"- აცხადებს საძაგლიშვილი. 

ამავე თემაზე