2022-05-13 18:52:55
ჩვენ არასდროს ვაღიარებთ დონბასის ავტონომიას – ზელენსკი

"ჩვენ არასდროს ვაღიარებთ დონბასის ავტონომიას" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ არხთან "რაი ერთთან" ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისივე თქმით, მაკრონმა მას, პუტინის სახის შესანარჩუნებლად, უკრაინის სუვერენიტეტის დათმობა შესთავაზა.

"მაკრონმა პუტინის სახის შესანარჩუნებლად, უკრაინის სუვერენიტეტთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებზე წასვლა შემომთავაზა. მიმაჩნია, რომ მსგავსი შემოთავაზება არც ერთი ლიდერის მხრიდან კორექტული არ არის. მზად არ ვართ, ჩვენი ტერიტორიების დათმობის ხარჯზე ვინმეს რამე შევუნარჩუნოთ. ამაზე საუბარი ეს ტყუილად გაფლანგული დროა." – განაცხადა ზელენსკიმ.

ამავე თემაზე