2022-05-13 18:35:49
მაკრონმა, პუტინის სახის შესანარჩუნებლად, უკრაინის სუვერენიტეტთან დაკავშირებულ დათმობებზე წასვლა შემომთავაზა – ეს არაკორექტულია - ​ზელენსკი

მაკრონმა, პუტინის სახის შესანარჩუნებლად, უკრაინის სუვერენიტეტთან დაკავშირებულ დათმობებზე წასვლა შემომთავაზა. ეს არაკორექტულია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა იტალიურ არხთან "რაი ერთთან" ინტერვიუს დროს ისაუბრა.

"მაკრონმა პუტინის სახის შესანარჩუნებლად, უკრაინის სუვერენიტეტთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებზე წასვლა შემომთავაზა. მიმაჩნია, რომ მსგავსი შემოთავაზება არც ერთი ლიდერის მხრიდან კორექტული არ არის. მზად არ ვართ, ჩვენი ტერიტორიების დათმობის ხარჯზე ვინმეს რამე შევუნარჩუნოთ. ამაზე საუბარი ეს ტყუილად გაფლანგული დროა.

რუსეთმა 24 თებერვალს დაგვანახა, რომ ნებისმიერი დათმობა ფეხებზე კიდია და ტერიტორიებს მაინც მიითვისებს. აქედან გამომდინარე ემანუელს არ სჭირდება გარკვეული დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა. ის პრეზიდენტი გახდა და მე მას მხარი დავუჭირე. თუმცა გვერდზე გადგომას ისტორია არ გაპატიებს. თუ გინდა რომ დაიბრუნო ის რაც შენია, მხოლოდ წინ უნდა იარო, - ამბობს ზელენსკი

ამავე თემაზე