2022-05-13 18:13:45
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მომხრე არ არის

თვალყურს ვადევნებთ შვედეთთან და ფინეთთან დაკავშირებით მოვლენებს, მაგრამ არ გვაქვს პოზიტიური შეხედულებები – თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მომხრე არ არის.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს მხრიდან ჯერ კიდევ საბერძნეთის ალიანსში მიღება იყო შეცდომა.

„თურქეთის მხრიდან ჩვენ არ გვინდა მსგავსი შეცდომის გამეორება. მეტიც, სკანდინავიის ქვეყნები სასტუმრო სახლებივითაა ტერორისტული ორგანიზაციებისთვის. ზოგიერთ ქვეყანაში პარლამენტის წევრებიც კი არიან. ჩვენთვის შეუძლებელია, ვიყოთ ამის მომხრე“, – განაცხადა ერდოღანმა.

ამავე თემაზე