2022-05-13 18:01:49
კიევში რუსი ჯარისკაცების მხრიდან ომის დანაშაულზე პირველი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

კიევში რუსი ჯარისკაცების მხრიდან ომის დანაშაულის ჩადენის შესახებ პირველი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმე აღძრულია ვადიმ შიშიმარინის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალი ედება სუმის ოლქში, უიარაღო პირის მკვლელობაში და ომის წარმოების წესის დარღვევაში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროკურორის, იაროსლავ უშაპივსკის განცხადებით, შიშმარინმა აღიარა საკუთარი დანაშაული და გამოძიებასთან თანამშრომლობდა.

ვადიმ შიშმარინი 21 წლისაა. ის მოსკოვის ოლქის მე-4 სატანკო დანაყოფში მსახურობდა. ის უკრაინელმა სამხედროებმა სუმის ოლქში მიმდინარე ბრძoლებისას აიყვანეს ტყვედ.

ამავე თემაზე