2022-05-13 17:56:48
ბრიტანეთმა ალინა კაბაევასა და პუტინის ყოფილ ცოლს სანქციები დაუწესა

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანამ ახალი სანქციები დაუწესა პუტინის გარემოცვას. კერძოდ, სანქცირებულია მისი ყოფილ ცოლი, მეგობარი ქალი ალინა კაბაევა და ბიძაშვილები.  

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ უშუალოდ პუტინის აქტივები მოკრძალებულია, ხოლო ცხოვრების მისი სტილი ფინანსდება მისი ოჯახის, მეგობრებისა და რუსული ელიტისგან, რომლებსაც სახელმწიფო თანამდებობებითა და სიმდიდრით აჯილდოებს.

"ჩვენ გავაგრძელებთ სანქციებს ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ხელს უწყობს პუტინის აგრესიას, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს", - თქვა სააგრეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა.

ამავე თემაზე